logo
ENG



დეგნანის თქმით ზარქუას სიტყვები "სრულიად შეუფერებელი იყო"

18 ნოე 202217:25
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ზარქუას მიერ გამოყენებულ სიტყვებს სენატორ ჯინ შაჰინის მიმართა. როგორც ელჩი ამბობს, ეს შეუფერებელი იყო.

"არც ერთი ქართველი არ გამოიყენებდა ამ სიტყვებს ვინმეს მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულიად შეუფერებელი და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ქართველი აცნობიერებს", - თქვა ელჩმა.

11 ნოემბერს ზარქუამ ამერიკელ სენატორს "ჩათლახი" უწოდა. ჟურნალისტმა მას შაჰინზე კითხვა დაუსვა, ზარქუამ კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რისი ვიდეოკადრებიც გავრცელდა. თვითონ ზარქუა ამტკიცებს, რომ რეალურად, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის შეურაცხყოფის მიზანი არ ჰქონია. მისი თქმით, ჟურნალისტებთან "სხვა კონტექსტში ხუმრობდა".


close დახურვა